განკუთვნილია მხოლოდ შპს „ჯზფზ“-ის ვებ-გვერდზე

რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის და მათ მიერ ატვირთული ავტოტანსპორტისთვის

სს „ჰუალინგ დაზღვევა“-ს დაზღვევის და შპს „ჯზფზ“-ის ვებ-გვერდზე არსებული „ჰუალინგის“ სივრცის გამოყენების პირობები

სს „ჰუალინგ დაზღვევა“-ს დაზღვევის და შპს „ჯზფზ“-ის ვებ-გვერდზე არსებული „ჰუალინგის“ სივრცის გამოყენების პირობები

მომხმარებელი, რომელიც სარგებლობს სს „ჰუალინგ დაზღვევა“-ს (შემდგომში „ჰუალინგი“) ვებ-გვერდით / ელექტრონული მომსახურებით, ვებ-გვერდის გამოყენების პირობებზე თანხმობის ღილაკის მონიშვნით, ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება „ჰუალინგის“ დაზღვევის და ვებ-გვერდის გამოყენების პირობებს (შემდგომში „პირობები“).

1.ტერმინთა განმარტებები; ზოგადი ნაწილი:

ჩვენ/ჰუალინგი - სს „ჰუალინგ დაზღვევა“ (406232214)

თქვენ/მომხმარებელი/დამზღვევი - ფიზიკური პირი, რომელიც ონლაინ აფორმებს ჰუალინგის ვებ-გვერდის მეშვეობით ავტოტრანსპორტის დაზღვევის ხელშეკრულებას.

სადაზღვევო პერიოდი - ავტოტრანსპორტი დაზღვეულად ითვლება მომხმარებლის მიერ შპს „ჯზფზ“-ის (ს/კ 402109865)-სთვის ავტოტრანსპორტის გაქირავების პერიოდების მითითების საფუძველზე.

დაზღვევის პოლისი - წარმოადგენს ე.წ. ღია დაზღვევის პოლისს-დოკუმენტს, რომელიც ელექტრონულად ეგზავნება მომხმარებელს/დამზღვევს მის მიერ მითითებული ელ.ფოსტის მისამართზე.

შპს „ჯზფზ“ (ს/კ 402109865) - იურიდიული პირი, რომლის ელექტრონული პლატფორმის საშუალებით ხდება ჰუალინგის ვებ-გვერდზე მომხმარებლის მიერ დაზღვევის შეძენა. ამასთან, აღნიშნული იურიდიული პირი ახორციელებს აგენტის/შუამავლის ფუნქციას და მომხმარებლისგან მინიჭებული აქვს უფლებამოსილება გადასცეს ჰუალინგს ნებისმიერი ინფორმაცია კონკრეტული სადაზღვევო პერიოდის დაწყება/დასრულების, კონკრეტული ავტოტრანსპორტის შესახებ ინფორმაციის და სხვა დაზღვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ.

 

1.1. მომხმარებელი პასუხისმგებელია ვებ-გვერდზე თავის მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე

1.2. მომხმარებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი;

1.3. მომხმარებელი თანახმაა, „ჰუალინგმა“ გადაამოწმოს მისი პერსონალური მონაცემები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ასევე, თანახმაა „ჰუალინგმა“ გადაამოწმოს მის მართლზომიერ მფლობელობაში/სარგებლობაში მყოფი ავტოტრანსპორტის მონაცემები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოში.

1.4. მომხმარებელი პასუხისმგებელია ვებ-გვერდის საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემების (ელ. ფოსტა, პაროლი და სხვა ნებისმიერი სარეგისტრაციო მონაცემები) უსაფრთხოდ შენახვაზე.

1.5. მომხმარებელი თანახმაა, მიიღოს „სმს“ შეტყობინებები და ელექტრონული წერილები (მეილები) „ჰუალინგისგან“ მის მიერ მითითებულ მონაცემებზე დაყრდნობით (ელ. ფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი). მომხმარებლის მიერ მითითებულ მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინება (ელექტრონული წერილი ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინება) ჩაითვლება ოფიციალურად მიღებულად.

1.6. მომხმარებელი თანახმაა, „ჰუალინგმა“ მიიღოს და დაამუშაოს მომხმარებლის მიერ განცხადებით მოთხოვნილი პერსონალური მონაცემები. აღნიშნული თანხმობა გაცემულად მიიჩნევა „ჰუალინგის“ ვებ-გვერდზე მომხმარებლის რეგისტრაციის პროცესის დასრულებისთანავე.

1.7. „ჰუალინგის“ მიერ შექმნილი ვებ-გვერდი უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის პოლისის „ონლაინ“ შეძენასა და შეძენილი პოლისების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას.

1.8. პოლისი გაიცემა ე.წ. ღია/გენერალური პოლისის სახით, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტოტრანპორტი ყოველჯერზე დაზღვეულად ჩაითვლება მხოლოდ მას მერე, რაც შპს „ჯზფზ“-ის (ს/კ 402109865), როგორც დამზღვევის უფლებამოსილი პირი მიაწვდის მზღვეველს ინფორმაციას ავტოტრანპორტის გაქირავების, სადაზღვევო პერიოდის დასაწყისისა და დასრუების შესახებ.  დაზღვევა იწყება შეტყობინებაში/ინფორმაციაში მითითებული დღის 00:00 საათიდან და სრულდება შეტყობინებაში/ინფორმაციაში მითითებული დღის 24 საათზე (თუ კონკრეტულ ავტოტრანსპორტზე სხვაგვარად არ იქნება მოთხოვნილი). ამასთან, ყოველი ახალი სადაზღვევო პერიოდის ათვლა დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შპს „ჯზფზ“-ის (ს/კ 402109865)  მიერ (თქვენს მიერ ელექტრონული დაზღვევის განაცხადის შევსებისას მითითებული თანხმობის საფუძველზე) გამოიგზავნება შესაბამისი შეტყობინება მზღვეველისთვის.

 

პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო შესატანის დროულად გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია თავისი მოვალეობისაგან.

დაზღვევას ექვემდებარება ავტოტრანსპორტი, რომლიც საბაზრო ღირებულებაც იქნება 40,000.00 (ორმოცი ათასი) აშშ დოლარამდე. იმ შემთხვევაში, თუ ავტოტრანსპორტი დაზღვეული იქნება ნამატ/არასრულ თანხაზე, ანაზღაურება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და დაზღვევის პირობების (ხელშეკრულების) მოთხოვნათა შესაბამისად.

 

1.9. „ჰუალინგი“ უფლებამოსილია ცალმხრივად, მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეიტანოს ცვლილებები და დამატებები „პირობებში“. მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენება ჩაითვლება თანხმობად ცვლილებებსა და დამატებებზე.

1.10. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის შემდგომ, მათ შორის ზარალის დადგომამდე, აღმოჩნდება, რომ მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაცია სინამდვილესთან შეუსაბამოა, მზღვეველი თავისუფლდება სადაზღვევო ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებებისაგან.

1.11. „ჰუალინგი“-ს ვებ-გვერდზე განთავსებული ყველა ობიექტი, მათ შორის: ლოგო/ები, დიზაინის ელემენტები, ტექსტი, გრაფიკული გამოსახულებები, ილუსტრაციები, პროგრამები, და სხვა ობიექტები წარმოადგენს „ჰუალინგი“-ს საკუთრებას. მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა იკრძალება: კონტენტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის კოპირება, გადამუშავება, გავრცელება, გამოქვეყნება, ჩამოტვირთვა, გადაცემა, გაყიდვა ან ნებისმიერი სხვა სახით გამოყენება, „ჰუალინგი“-ს წერილობითი ნებართვის გარეშე;

1.12. „ჰუალინგს“ აქვს უფლება თავად შეამოწმოს და განსაზღვროს, არის თუ არა მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ამომწურავი, ასევე, სინამდვილესა და „პირობებთან“ შესაბამისი, ხოლო შეუსაბამობის შემთხვევაში გააუქმოს რეგისტრაცია და დახუროს მომხმარებლის ანგარიში წინასწარი გაფრთხილების საფუძველზე ან მის გარეშე.

1.13. „ჰუალინგი“-ს მიერ შექმნილი ვებ-გვერდის მომსახურება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და „პირობების“ საფუძველზე.

2. მომხმარებლის რეგისტრაციის და ელექტრონული განაცხადის შევსების წესები:

2.1. ვებ-გვერდის მეშვეობით მომსახურების გაწევის მოთხოვნისათვის სავალდებულოა:

ა) სუბიექტის შპს „ჯზფზ“-ის (ს/კ 402109865) ვებ-გვერდზე რეგისტრაცია;

ბ) რეგისტრაციის შემდგომ, დაზღვევის შეძენის მიზნით შპს „ჯზფზ“-ის ვებ-გვერდზე არსებული „ჰუალინგის“ სივრცეში ელექტრუნული განაცხადის შევსება და მომსახურების გაწევისათვის დადგენილი წესების (წინამდებარე პირობები) გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება (თანხმობის გაცხადებად მიიჩნევა შესაბამის ფანჯარაში ღილაკის – „ვეთანხმები დაზღვევის შეძენის წესებს და პირობებს“ მონიშვნა).

2.2. მომხმარებელი ვალდებულია ელექტრონული განაცხადის შევსების დროს და შემდგომ მიუთითოს ის რეალური მონაცემები, რაც მოთხოვნილი იქნება ელექტორნული განაცხადის შევსების დროს,  წინააღმდეგ შემთხვევაში „ჰუალინგი“ უფლებას იტოვებს უარი თქვას სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე, გააუქმოს რეგისტრაცია და დახუროს მომხმარებლის ანგარიში. დაზღვევის თაობაზე ან ვებ-გვერდის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია, წერილობით შეატყობინოს „ჰუალინგს“.

2.3. რეგისტრაციის დროს აკრძალულია სხვა პიროვნების მონაცემების მითითება.

2.4. თუ „ჰუალინგისთვის“ცნობილი გახდება, რომ მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის/დაზღვევის ელექტორნული განაცხადის შევსების დროს გამოყენებულ იქნა სხვა პირის მონაცემები, „ჰუალინგი“ გააუქმებს მომხმარებლის რეგისტრაციასა და მის ანგარიშს, ასევე, მომხმარებელს ეკისრება კანონმდებლობით დაკისრებული პასუხისმგებლობა.

2.5. აკრძალულია მომხმარებლის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი ფრაზის მითითება.

2.5. ავტორიზაციის შემდგომ, მონაცემთა სუბიექტს შესაძლებლობა აქვს, ვებ-გვერდზე ელექტრონული ფორმის განცხადების შევსების და განთავსების (ატვირთვა) გზით მოითხოვოს ვებ-გვერდით შემოთავაზებული მომსახურების მიღება.

3. მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები

3.1. მომხმარებელს არ აქვს უფლება გადასცეს თავისი მომხმარებლის სახელი და პაროლი მესამე პირს.

3.2. იდენტიფიცირებული მომხმარებელი უფლებამოსილია შეცვალოს პირადი მონაცემები (მობილურის ნომერი, ელ-ფოსტა, მისამართი) მისი სურვილისამებრ.

3.3. მომხმარებელი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ვებ-გვერდის წესების შესაბამისად და სრულად აგოს პასუხი მის მიერ ვებ-გვერდის საშუალებით განხორციელებულ ქმედებებზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3.4. მომხმარებელი სრულად პასუხისმგებელია მის მიერ მოწოდებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე, მათ შორის პროფილის ინფორმაციაზე, ბმულებზე, სურათებზე, განცხადების შინაარსზე, ანგარიშწორებაზე და სხვა.

4. მომხმარებლის კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვა

4.1. „ჰუალინგი“ უზრუნველყოფს მისი კომპეტენციის ფარგლებში და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, მომხმარებლის პერსონალურ მონაცემების დაცვასა და მის კონფიდენციალურობას.

5. მომსახურების საფასური

5.1. კონკრეტული ავტოტრანსპორტის დაზღვევის სადაზღვევო პრემია გადახდილი უნდა იქნას ავტოტრანპორტის გაქირავებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს კონკრეტული სადაზღვევო პერიოდის დაწყებამდე.

5.2. დაზღვევის ხელშეკრულებაზე დამზღვევის მიერ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე უარის გაცხადების შემთხვევაში ან დამზღვევის მიერ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის სურვილის დაფიქსირების შემთხვევაში მის მიერ გადახდილი სადაზღვევო პრემია უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

© ჰუალინგ დაზღვევა 

Hi-logo-GE.PNG